აპრილი 16, 2024

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში ქართველი შემტევის მიმართ ტოპ კლუბების ინტერესზე ისაუბრა.

 

“ბარსელონა და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ კლუბებიდან შემოთავაზებები არის. შეხედეთ მას, როგორ შეიძლება შემოთავაზება არ იყოს? მაისში მეტი რამ გაირკვევა.” – უთხრა ჯუღელმა რუსულ Championat-ს.

 

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 33 მატჩში ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *