აპრილი 16, 2024

calciomercato და La Gazzetta dello Sport-ი იტყობინებიან, რომ “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეიძლება კარიერა პსჟ-ში გააგრძელოს.

 

ზაფხულში კილიან მბაპე “რეალში” გადავა და პარიზული კლუბი მის შემცვლელად კვარაცხელიას გარდა ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) და რაფაელ ლეაოს (მილანი) კანდიდატურებს განიხილავს. აღნიშნულია, რომ ქართველი პსჟ-სთვის პრიორიტეტულია.

 

ხვიჩას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 80 მილიონი ევროა.

 

აღნიშნულ საკითხზე “ჩემპიონატთან” კომენტარი “კვარას” აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა: “ბარსელონა” და პსჟ? რა თქმა უნდა, ტოპ-კლუბებისგან წინადადებები

არის. შეხედეთ მას! როგორ შეიძლება არ იყოს შემოთავაზებები? მაისში უფრო მეტი გაირკვევა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *