აპრილი 16, 2024

სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლი” “კალიარის” ესტუმრა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფაბიო კარეზამ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და “პარტენოპეის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.

 

“მგონი, დროა, “ნაპოლის” ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. შეცვლები? რუდი გარსიაც ხომ იმავეს აკეთებდა?

 

გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი გამოიცვალა. იცით რა? ფეხბურთელები საკუთარ თავებს თვითონ უნდა დაეხმარონ. კვარაცხელია მეტოქის მოტყუებასაც კი არ ცდილობს. ჯანდაბა, ვინმემ ამიხსენით, ამას რატომ არ აკეთებს?”, – განაცხადა კარეზამ.

 

შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *