აპრილი 16, 2024

“ნაპოლი” სერია ა-ს 26-ე ტურის შეხვედრაში “კალიარის” ესტუმრა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

 

ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხვუჩა კვარაცხელია კვლავ შეცვალა.

 

ფრანჩესკი კალცონამ პრესკონფერენციაზე ქართველი გარემარბის შესახებ ისაუბრა:

 

“რაც შეეხება კვარაცხელია, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რასაც მისგან მოვითხოვ. შესაძლოა, ამაზე იმდენად კონცენტრირებულია, რომ თავისი თვისებები დაკარგოს. ის ინტროვენტია, ბევრი საუბარი არ უყვარს. ვფიქრობ, რომ მალე დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში. მას დიდი რესურსი აქვს და ამით ბედნიერი ვარ, რადგან ეს დიდ იმედს მაძლევს. ამის გარეშე, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა”. – განაცხადა კალცონამ.

 

ცნობისთვის, “ნაპოლის” მომდევნო შეხვედრა 28 თებერვალს “სასუოლოს” წინააღმდეგ ელის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *