ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი”, ახალი მწვრთნელის მეთაურობით პირველ მატჩს, კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინ “ბლაუგრანას” ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა პრესკონფერენციაზე ხავისთან ერთად ისაუბრა.
მან ქართველი ვინგერი გამოყო და თქვა, რომ მასთან ფრთხილად უნდა იყვნენ:
“ჩვენ ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადებით. მწვრთნელები ყველაფერს არკვევენ მეტოქის შესახებ. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან უმაღლესი დონის მოთამაშეა, მას ყველაფერი შეუძლია, დრიბლინგი, გოლების გატანა, საგოლე გადაცემის შესრულება. ის ადამიანია, რომლის წინააღმდეგაც ფრთხილად უნდა ვითამაშოთ”
“ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატშჯ კარგად ვერ თამაშობს. შესაძლოა, ევროსაგზურიც ვერ მოიპოვოს, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძალიან ძლიერი გუნდი. არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი იტალიის ჩემპიონები არიან, პრობლემების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ“, – თქვა დე იონგმა.