აპრილი 16, 2024

“ლელომ” ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, გიორგი მერებაშვილთან, რომელიც ამჟამად პოლონეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ “პოდბესკიძიეში” ასპარეზობს. მერებაშვილმა არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ისაუბრა.

 

– გიორგი, თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე გვითხარით. თამაშობთ თუ მხოლოდ მწვრთნელობაზე გადაერთეთ?

 

– “პოდბესკიჯიეს” მთავარ გუნდში ფეხბურთელად დავბრუნდი და ამის გამო მწვრთნელად ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ.

 

– ანუ გუნდს “პოდბესკიჯიე” ჰქვია?

 

– დიახ…

 

– ამ სახელმა ქართული მედია დატანჯა, ხან “პოდბესკიეს” წერენ, ხან – “პოდბესკიძიეს”… რა ვარიანტი არ შემხვედრია… კარგი. 17

-წლამდელებში მწვრთნელის ასისტენტად რამდენი ხანი მუშაობდით?

 

– 4 თვე, თან მეორე გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ პირველი წრე რომ დამთავრდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელიც ექსტრაკლასაში მუშაობდა და პლოცკის “ვისლადან” მიცნობდა. შესვენებამდე სამი ტურით პირველ გუნდში გადამიყვანა, სადაც შესვენებამდე ერთი მატჩი ჩავატარე.

 

– ანუ მწვრთნელობისგან დროებით თავი შეიკავეთ?

 

– მთავარ გუნდში დაბრუნებამ გეგმები მთლიანად შემიცვალა – შარშან თუ მწვრთნელობაზე ვფიქრობდი, ახლა ისევ ფეხბურთზე ვფიქრობ, თანაც ვგრძნობ, რომ კიდევ შემიძლია თამაში და, რაც მთავარია, მწვრთნელის ნდობა მაქვს.

 

– მთლიანად სამწვრთნელო საქმიანობაზე როდიდან გადაერთვებით?

 

– საქმიანობას უკვე ვიწყებდი და ჩემს მენეჯერთან ერთად ვეძებდი გუნდს, რომლის 19-წლამდელების ან უფრო ზედა ასაკის გუნდში ვიმუშავებდი, რადგან პრო-ლიცენზიაზე მსურს საბუთების შეტანა, საამისოდ კი მინიმუმ ერთი წელი 19-წლამდელებში ან უფროს ასაკში მუშაობაა საჭირო. ეს დრო შორს არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *