ოქტომბერი 13, 2024

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 3 თვის წინ ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები ქართველის აგენტთან შედგა, მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ ამაზე სეზონის ბოლოს ისაუბრებდნენ.

 

“3 თვის წინ ხვიჩას აგენტს შევხვდი და მათ ახალი ხელშეკრულება შევთავაზეთ.

 

მისმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ არ გვენერვიულა, რადგან ხვიჩა ნეაპოლში თავს კარგად გრძნობდა და ამ საკითხზე სეზონის დასრულების შემდეგ გვესაუბრა”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

 

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *