თებერვალი 21, 2024

გუშინ, 4 თებერვალს, სერია A-ს 23-ე ტურში, “ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების მომტანი გოლით შინ “ვერონა” (2:1) დაამარცხა.

 

მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” ფორვარდმა ჯოვანი სიმეონემ Dazn-ის ეთერში ქართველის შესახებ ისაუბრა.

 

“როდესაც ჩემ უკან ფეხბურთელი მოქმედებს და ბევრს მოძრაობს, ეს სივრცეების ათვისებაში მეხმარება. თუ კვარაცხელიას მსგავს მოთამაშეს ბურთს ფეხში მისცემ, მისთვის ეს პრობლემა არ იქნება, პირიქით, მეტოქეს უდიდეს ხიფათს შეუქმნის, ქართველს ამაში ბადალი არ ჰყავს”, – განაცხადა სიმეონემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *