თებერვალი 21, 2024

ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მო­მუ­შა­ვე ჟურნალისტმა ოთარ კუშანაშვილმა Sport24-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

 

მას მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების თაობა სრულიად განსხვავებულია, “ნაპოლის” ქართველმა ვარსკვლავმა კი ოჯახი ნაადრევად შექმნა.

 

“არიან თუ არა დღეს ქართველი ფეხბურთელები რუსებზე უკეთები? – დიახ. დღეს საქართველო 100-ჯერ ძლიერია რუსულ ფეხბურთზე.

 

გასულმა ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ეს კარგად აჩვენა. მწვრთნელები, სკაუტები და ყველა ამ ჩემპიონატს ყურადღებით აკვირდებოდა .

 

ეს ახალგაზრდა თაობაა, რომელიც არანაირ

დათმობაზე არ მიდის. მაგალითად, მარადიშვილმა გამოთვალა რამდენ დროს კარგავს ელექტრონულ მოწყობილობებზე და შერცხვა. ქართველი ახალგაზრდები აღარ ეწევიან თამბაქოს თამაშებს შორის, და აღარ სვამენ ჭაჭას, ეს სხვა თაობაა.

 

კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან “ნაპოლის” ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან მაჟორულ ნოტაზე წასულიყო, ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს მოუწოდა მოეკეტა, მაშინ როცა ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.

 

და აი კიდევ რა შევამჩნიე… მე ადამიანის ფიზიონომიას ვაკვირდები. ვნახე “კვარას” ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო. მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი… შევნშინე ხვიჩას ბავშვური სახე და მის გვერდით ქართველი ტატიანა ტარასოვაა (სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში).

 

მას სახეზე ეწერა, კარგად იყავი სახელფასო ბარათო… ხვიჩას ყველაფერს წაართმევენ, ქართველი ქალი ყველაფერს წაგართმევს და ქუჩაში დაგტოვებს, მან ძალიან ადრე მოიყვანა ცოლი, პირველივე წარმატების შემდეგ.

 

ეს იგივე იქნებოდა მე რომ “ბუკმეკერებთან” გაფორმებული პირველივე კონტრაქტის შემდეგ ანფისა ჩეხოვა შემეთრია საზინებელში, მე ხომ ყველაფერს დავკარგავდი.

 

თუ ხვიჩა “ნაპოლიში” დარჩება, ის ქართველ ივან იგნატევად გადაიქცევა. თუ კვარაცხელია “ჩელსიში” გადავა, მუდრიკს სამუდამოდ ამოაგდებს გუნდიდან. საინტერესო იქნება მიის ხილვა პრემიერ ლიგაში”, – თქვა კუშანაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *