თებერვალი 21, 2024

ანდრეა აგოსტინელიმ TuttomercatoWeb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

 

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეიმ” ქართველი გარემარბი აუცილებლად უნდა გაასხვისოს.

 

“კვარაცხელიას უკვე შეუძლია, რომ “ნაპოლი” დატოვოს, სამწუხაროდ, “პარტენოპეი” შარშანდელ შედეგს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ გაიმეორებს, დე ლაურენტისს სჭირდება, რომ მისი გაყიდვით რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინოს”, – განაცხადა აგოსტინელიმ.

 

ცნობისთვის, ანდრეა “ნაპოლის” 2003 წელს წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, შუა სეზონში გაათავისუფლეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *