თებერვალი 21, 2024

ვიქტორ ოსიმენმა მამუკა ჯუღელთან კონფლიქტის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:

 

“კვარაცხელიას აგენტის სიტყვები ჩემს მომავალთან დაკავშირებით? მე რამდენიმე უნარ-ჩვევეას ვფლობ, მაგრამ მათ შორის მომავლის განჭვრეტა ნამდვილად არ არის”

 

“ნაპოლიში” არსებული მდგომარეობა არის ჯაჭვი მთავარი მწვრთნელის შეცვლიდან სპორტული დირექტორის ცვლილებამდე, ვალტერ მაცარისთვის კი იმ ჯგუფში სიტუაციის გამოსწორება, რომელმაც წონასწორობა დაკარგა, მარტივი ამბავი არ არის”

 

“მე ვხვდები, რომ გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან შარშანდელისდგან, როცა “ნაპოლიმ” ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით მოიგო, ასეთი განსხვავებული შედეგის ხილვით. მაგრამ ყოველი წელი განსხვავებულია და მეტოქეებიც იცვლებიან. ყველაფერი თავიდან იწყება. რაღაცები ფუჭდება და აღარ არის ისეთი შემადგენლობა, როგორიც შარშან”

 

“ვიცი, რომ მაცარი არის ძალიან კარგი მწვრთნელი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს გარემოს, მაგრამ ყველაფრის მარტო შეცვლა არ შეუძლია”

 

“იგივე შეგვიძლია ვთქვათ კარლო ანჩელოტიზე, რომელმაც “ნაპოლიში” თითქოს ბალანსი დაკარგა და ეს მისი გუნდი არ იყო, კარიერა კი დაღმასვლისკენ მიდიოდა, მაგრამ მოგვიანებით ვნახეთ რაც მოხდა. წვრთნელი ასევე ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული”

 

“ის, რომ “ნაპოლის” 4 მატჩია გოლი არ გაუტანია, იმედი მაქვს ეს ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება და ჯგუფის წევრებიც მიხვდებიან, რომ მათ რეაგირება ერთად უნდა მოახდინონ. დარწმუნებული ვარ, რომ მაცარის შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა აქვს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *