თებერვალი 21, 2024

ბოლო დროს გახმაურებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” 19 წლის მცველი – საბა გოგლიჩიძე სულ მალე იტალიის ჩემპიონატში, კერძოდ სერია A-ში ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ტრანსფერზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და საბა გოგლიჩიძის ყოფილი თანაგუნდელი- ლევან მჭედლიძე მუშაობს. Marca.ge გაესაუბრა მას და გარკვეული დეტალები მოგვაწოდა მოახლოებულ ტრანსფერზე.

      Di marzio-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემპოლი არის სადაც დიდი ალბათობით გაფორმდება კონტრაქტი, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არ არის და პირდაპირ დაგიდასტურებთ, რომ 3 გუნდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ესენია: იუვენტუსი, ემპოლი და უდინეზე.

 

“იუვენტუსთან” თუ შეთანხმდა, რომ ფეხბურთელს გაანათხოვრებენ მიახლოებით 6 თვით ისეთ გუნდში, სადაც მიიღებს სათამაშო დროს, მაშინ დიდია შანსი რომ კონტრაქტი გაფორმდეს ამ კლუბთან. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ტრანსფერი ან “უდინეზეში” განხორციელდება ან “ემპოლიში”,რადგან ჩვენთვის პრიორიტეტი სათამაშო დროა.

როგორც ლევან მჭედლიძემ ჩვენთან გააჟღერა, ის საბა გოგლიჩიძის პირველ რიგში მეგობარი, ხოლო შემდეგ მისი მენეჯერია. ტრანსფერთან დაკავშირებით ცნობები კი ხვალ გახდება ცნობილი.

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *