ივლისი 13, 2024

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქებაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

 

“სამწუხაროდ, ქართველებს გვახასიათებს წარმატებულ ადამიანებზე ბოღმა, შური და კრიტიკა. ხვიჩას თამაშის ნახვა ყველას გვინდა – ყოველდღე! მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ობიექტურად უნდა შევაფასოთ.

 

“ხვიჩას მთელი კარიერა წინ აქვს და ნამდვილად მჯერა, რომ საქართველოს კიდევ ბევრჯერ გაახარებს!

 

“ნუ დავივიწყებთ, რომ უპირველესად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა დღევანდელი საფეხბურთო ბუმი საქართველოში.

 

“შევეშვათ “განტევების ვაცის” ძებნას, მოვრჩეთ ფეხბურთელების ლანძღვას, ვიამაყოთ, ამ დონის ფეხბურთელით და წარმატება ვუსურვოთ ამ სეზონში”, – განაცხადა ქეცბაიამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *