ცნობილი იტალიური გაზეთი “Il Mattino” საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
“Il Mattino”-ს ერთ-ერთი ჟურნალისტის ინფორმაციით, მატჩის შემდგომ მადრიდის “რეალისა” და “ნაპოლის” პრეზიდენტებს შორის – ფლორენტინო პერესსა და აურელიანო დე ლაურენტისს შორის მცირეხნიანი საუბარი შედგა.
პრეზიდენტებმა კლუბების სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულად გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრეს, სადაც პერესმა ნეაპოლური კლუბის მესვეურს განუცხადა, რომ მას ხვიჩა კვარაცხელიას მატჩი ძალიან მოეწონა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.