ოქტომბერი 13, 2024

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის “რეალმა” “ნაპოლი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” შემტევმა როდრიგომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ჯუდ ბელინგემი მსოფლიო ფეხბურთის მომავალი არიან.

 

“ნაპოლი” “ბერნაბეუზე” უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენს პირველ მატჩში, რომელიც ნეაპოლში გაიმართა. კვარაცხელია და ოსიმენი? შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ჩვენ, ბელინგემთან ერთად, მსოფლიო ფეხბურთის მომავლის შექმნა შეგვიძლია”, – განაცხადა როდრიგომ.

 

„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად

ფრეც აძლევს ხელს, “ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *