თებერვალი 21, 2024

 

კარლსრუე ბუდუ ზივზივაძისგან უფრო მეტს ითხოვს, სტატიას გერმანული სპორტული გამოცემა Kicker აქვეყნებს, რომელიც კარლსრუეს საინფორმაციო საიტის სიტყვებს ციტირებს.

 

2:1-ის შემდეგ ჯოკერი ბუდუ ზივზივაძე გამოჩნდა მოედანზე, რომელმაც ორი საოცნებო გოლი გაიტანა. ის, ალბათ, განსაკუთრებით მოტივირებული იყო, რადგან სტადიონზე მისი მეგობარი ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს ნაკრების და კარლსრუეს ყოფილი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი იყო, იაშვილი შესაძლოა ბუდუსთვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენდა.

 

ბუდუმ მატჩის შემდეგ გერმანულ გამოცემასთან თავის შესაძლებლობებზე ისაუბრა

 

მე ვიცი რისი გაკეთებაც შემიძლია და აღარ მინდა ჯოკერის სტატუსი მქონდეს. მსურს რომ ძირითადში თამაში დავიწყო. ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან ეს გრძნობა უკვე თითქმის დავიწყებული მქონდა. მე ვაგრძელებ მუშაობას სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, დღეს მიღებული წუთები ამისთვის გამოვიყენე. იმიტომ, რომ მსურს შემდეგი თამაშების დასაწყისიდანვე ზამთრის შესვენებამდე ვითამაშო

 

– თქვა 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

 

კარლსრუეს მთავარ მწვრთნელს ეიხნერს სურს ვარჯიშის დროს შრომისმოყვარეობა დაინახოს.

 

ჩემპიონატი მთელი კვირის განმავლობაში ტარდება და არამხოლოდ კვირა დღეს

 

გუნდის გერმანელი თავკაცის ეს განცხადება გულისხმობს მომავალ საშინაო მატჩს ჰანსა როსტოკთან.

 

ქართველი თავდამსხმელის გუნდმა დამაჯერებელი თამაშით ნიურნბერგი 4:1 დაამარცხა, ბუდუ ზივზივაძე კი გუნდის შეტევით ხაზში კონკურენციას აშკარად ზრდის. ახალ მოედანზე საშინაო გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. გუნდის დასახული მიზანი ზამთრის შესვენებამდე 20 ქულაა, უკვე კი 16 ქულის დაგროვება შეძლო და ამისკენ მიიწევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *