ოქტომბერი 11, 2024

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ტელეკომპანია “იმედს” სტუმრობდა და გახმაურებულ ამბებზე ისაუბრა:

 

“შეცდომა იქნა დაშვებული და ძალიან ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩვენი გუნდის თითოეული წევრის არყოფნა დიდი დანაკლისი იქნებოდა. ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული, ვერაფერს შევცვლით. ახლა 21 მარტზე უნდა ვიფიქროთ. აქამდე ყველა ერთად მოვედით და შევძელით, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გვქონდეს. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებას და ერთად ვაგებთ თამაშს. რთული გზა გავიარეთ. მეორედ გვაქვს რეალური შანსი, ოცნება ავიხდინოთ. არ უნდა მომხდარიყო, რაც მოხდა…

 

ჩემი ძველი პოსტი იმ დროის

საფეხბურთო პრობლემას ეხებოდა. სად ვართ ახლა, რითი მოვედით აქამდე. სად იყო მაშინ ნაკრები. ის პერიოდი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება. რა ინფრასტრუქტურა გაგვაჩნია, ჩვენი 21-წლამდელები საუკეთესო რვა გუნდში მოხდვნენ. ყველაფერი ეს ერთიანობამ მოიტანა…

 

არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს. მათ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ, დარჩენილს კი დეკემბერში მიიღებენ. ამის შესახებ მათ იციან. ზოგიერთ კლუბს წლებია ფედერაციის ვალი აქვს. ჩვენ გაგებით ვეკიდებით ამას და ისინიც ასე არიან.

 

ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალში. რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, ერთიანობაა!..”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *