
რამოდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე რომ ქართველ მსაჯებს დიდი ხანია ხელფასი არ აუღიათ.
Marca.ge ადასტურებს ამ ფაქტს.ჩვენთან საუბარში დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში მსაჯები ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. მეტიც, ეს ყველაფერი უკვე გაუსაძლისია.
საუბარში ამბობენ რომ გუშინ 17 ნოემბერს მათ ჩაერიცხათ სექტემბრის თვის ნახევარი ხელფასი.ასევე ცნობილი გახდა იმის თაობაზეც რომ შესაძლოა უფრი მკაცრ ზომებს მიმართონ თუ არ გასწორდება კუთნილი ანაზღაურება.მათ გზის ფულსაც არ აძლევენ, რომ თამაშებზე მგზავრობის პრობლემა არ ჰქონდეთ.
ყოვლად გაუგებარია, თუ რატომ არ ერიცხებათ მათ კუთვნილი ანაზღაურება და რას ელოდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.