ივლისი 13, 2024

საქართველოს ნაკრების ფრანგმა თავკაცმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა.

 

მედიასთან ასევე “აიაქსის” ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე წარსდგა, რომელმაც მომავალ მატჩსა და საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა:

 

“სრულ მზადყოფნაში ვარ, 100%-ით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. წინ პლეი ოფის მატჩები გველოდება, ამისთვის ვემზადებით და ძალებს არ დავიშურებ, რომ ამ შეხვედრებში ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს”.

 

“ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და როცა თამაშის შანსი მაქვს, მოედანზეც იმავეს ვაკეთებ. დამატებით სავარჯიშო სესიებსაც ვატარებ. მეცში წარმატებულად ვთამაშობდი და დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, მჯერა, აიაქსშიც იგივე გამომივა”

 

“აიაქსი”? მწვრთნელთან საუბარი მქონდა და მითხრა, რომ მევარჯიშა და შანსს მივიღებდი. ბევრს ვშრომობ, ინგლისურს ვსწავლობ, რომ ყველაფერი გამიიოლდეს”, – განაცხადა ქართველმა.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე” 21:00 წუთზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *