დეკემბერი 7, 2023

საფეხბურთო აგენტმა ნუკრი რევიშვილმა, რომელიც “ნაპოლის” ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს წარმოადგენს განაცხადა, რომელ კლუბებში თამაშზე ოცნებობს ქართველი ვარსკვლავი.

 

“ნაპოლის გარდა რომელი კლუბები იყვნენ ხვიჩას შეძენასთან ყველაზე ახლოს? იუვენტუსი და რომა. ინგლისიდან და ესპანეთიდანაც ბევრი გუნდი გახლდათ დაინტერესებული. მაგრამ ისეთი ინტერესი არავისგან არ ყოფილა, როგორც ნაპოლისგან.

 

მჯეროდა, ხვიჩას იტალიაში ყველაფერი გამოუვიდოდა. დიდი ნიჭის მქონე მოთამაშეები ჩვეულებრივ ზარმაცები არიან. მაგრამ ხვიჩა არანორმალურად შრომისმოყვარეა.

 

ის უკვე ნაპოლის ლიდერია, მაგრამ უკეთეს გუნდში სურს თამაში. მადრიდის რეალში, ან ბარსელონაში. მას ყოველთვის აქვს ზრდის მოტივაცია“, – ციტირებს რევიშვილის სიტყვებს Sport24.

 

2023/2024 წლების სეზონში კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *