გადაცემა “სპორტი იმედზე” სტუმარი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები გიორგი დემეტრაძე და გიორგი ლომაია გახლდნენ, რომლებმაც საინტერესო თემებზე ისაუბრეს.
როგორც “ჯვაროსანთა” ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, ვილი სანიოლის მუშაობას დადებითად შეაფასებს, მაგრამ ის შანსს გიორგი არაბიძესაც მისცემდა.
“სანიოლის მუშაობა ჩემი აზრით დადებითია. პლეი-ოფში ვართ და ნახევარფინალში დიდი ალბათობით, ლუქსემბურგს ვეთამაშებით.
იმედია, გავალთ და ფინალიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. არ მინდა მწვრთნელის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ მე მაგალითად გიორგი არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი”, – თქვა დემეტრაძემ.