
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “მეცის” მთავარი მიზანი გიორგი მიქაუტაძის იჯარით დაბრუნება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას l’Est Républicain-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “მეცი და “აიაქსი” ქართველი ფორვარდის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თუ ამსტერდამელები მის გაშვებას გადაწყვეტენ, “მეცი” მიქაუტაძეს დიდი სიამოვნებით დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, გიორგი “აიაქსს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასასრულს 16 მილიონ ევროდ შეუერთდა, თუმცა გუნდის ძირითად თერთმეტეულში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, მეტიც, ფორვარდის პოზიციაზე იგი მესამე ვარიანტად განიხილება, ბრაიან ბრობისა და ჩუბა აკპომის შემდეგ.