დეკემბერი 7, 2023

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე უნიონს ვერ მოუგო. რუდი გარსიას გუნდი მატეო პოლიტანოს გოლით ტაიმი მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ დავიდ ფოფანამ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. აღსანიშნავია, რომ “მარადონაზე” მიღწეული ფრეს წყალობით, ბერლინელებმა წაგებათა 12-მატჩიანი სერია დაასრულეს.

 

თამაშის შემდეგ უნიონის მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კომენტარი გააკეთა და ნაპოლის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზეც იხუმრა, რომელმაც რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, გატანა ვერ მოახერხა.

 

‘ჩვენთვის კარგად ითამაშა’ – ლეონარდო ბონუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე იხუმრა

“ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც იმედი გვაქვს, ჩვენთვის გარდამტეხი გახდება, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით იმ რთულ პერიოდში, რომელშიც აღმოვჩნდით.

 

კვარაცხელიამ მშვენიერი მატჩი ჩაატარა. ის ყოველთვის წნეხის ქვეშ გამყოფებს, როდესაც შენს წინააღმდეგ მოიწევს. რამდენიმე ეპიზოდში მას ნაპოლისთვის უკეთესადაც შეეძლო მოქმედება, მაგრამ ჩვენთვის კარგად ითამაშა (ეღიმება)”.

 

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში ნაპოლის ოთხივე მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასით გამოირჩა. რუდი გარსიას გუნდს 7 ქულა აქვს და C ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს, ტურნირში მომდევნო შეხვედრას კი 30 ნოემბერს, ლიდერი რეალის (12 ქულა) წინააღმდეგ მადრიდში ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *