დეკემბერი 7, 2023

“ნაპოლისთან” დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარმინე მარტინომ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში “პარტენოპეის” ახალწვეულის იესპერ ლინდსტრომის შესახებ ისაუბრა.

 

მისი თქმით, აურელიო დე ლაურენტისმა დანიელი გასულ ზაფხულს “აინტრახტიდან” იმიტომ შეიძინა, რომ მას შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია და შესაძლოა, მომდევნო სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ან პიოტრ ჟელინსკი შეცვალოს.

 

“მინდა ლინდსტრომი “უნიონის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ვიხილო, ის გერმანიაში თამაშობდა და მეტოქეს კარგად იცნობს. ვფიქრობ, პოლიტანოს ნაცვლად მისი მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩენა შესანიშნავი იქნებოდა.

 

დანიელმა გარსიას უნდა დაუმტკიცოს, რომ ცარიელი სივრცეების შევსება კარგად შეუძლია, ალბათ ფრანგი

სპეციალისტი მას სწორედ ამის გამო არ ენდობა.

 

“ნაპოლიმ” ლინდსტრომი მომავალი წლისთვის შეიძინა, თუ ზაფხულში “პარტენოპეი” კვარაცხელიამ ან პიოტრ ჟელინსკიმ დატოვეს, ან თუნდაც, ოსიმენმა და რასპადორიმ, ეს დე ლაურენტისთვის ნამდვილად დიდი თავსატეხი იქნება.

 

მიმაჩნია, რომ ლინდსტრომს ზელინსკის შეცვლა არ შეუძლია, კლუბმა პოლონელს კონტრაქტი რაც შეიძლება მალე უნდა გაუხანგრძლივოს”, – განაცხადა მარტინომ.

 

შეგახსენებთ, “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩს დღეს, “უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *