
რადიო Goal-თან ინტერვიუში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
კუჩი, რომელიც ბოლონიას ფანია, ფიქრობს, რომ ნაპოლის არა უბრალოდ გაუმართლა, არამედ კლუბის ხელმძღვანელობამ ასეთი ფეხბურთელის შეძენის გამო ძალიან კარგად იმუშავა.
“ხვიჩა კვარაცხელია ისევ მატირებს… ვიცი, რომ მისით დაინტერესებულ კლუბებს შორის ჩემი ბოლონიაც იყო, ძალიან დასანანია, რომ ვერ დაიმატეს. ნაპოლის ხელმძღვანელობამ იყოჩაღა, რომ ასეთი ფეხბურთელი იპოვა, ამას კი კომპეტენცია და გამბედაობა სჭირდება, სხვა კლუბებმა ვერ შეძლეს კვარაცხელიას შესაძენად ამ თვისებების გამოვლენა, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ნაპოლის უბრალოდ გაუმართლა, არ შეიძლება”, – თქვა კუჩიმ.