ოქტომბერი 12, 2024

ლა ლიგის მე-12 ტურში “ვალენსიასა” და “გრანადას” მატჩი შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.

 

შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში ქართველი მეკარე გაბრიელ პაულისტას უსიამოვნოდ შეეჯახა, რის გამოც “ღამურების” კარის დარაჯმა მცირე დაზიანება მიიღო.

 

ამასთან დაკავშირებით კომენტარი “ვალენსიას” თავკაცმა, რუბენ ბარახამაც გააკეთა.

 

“გიორგიმ დარტყმა მიიღო და მან დისკომფორტი იგრძნო თუ რაღაც მსგავსი.

 

“ტრავმების საკითხი ძალიან მაბრაზებს, მაგრამ როცა ზღვარზე თამაშობ, ასეთი რაღაცები ხდება”, – თქვა ბარახამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *