დეკემბერი 7, 2023

ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტე “სიუტატ დე ვალენსიაზე” მირანდესს 2:2 დაუზავდა. ამ შეხვედრის 26-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. ანგარიში. საბოლოოდ, ლევანტემ ქულები დაკარგა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვალენსიურმა კლუბმა მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა.

მატჩის შემდეგ ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხავი კალეხამ ქოჩორაშვილი შეაქო. როგორც მან თქვა, გიორგი მეომარია, რომელიც ყოველდღე ვითარდება.

“ის მეომარია, გუნდს ყველაფერს აძლევს – პრესინგს თამაშობს, იბრძვის, კარგ ზეწოლას ახდენს. გარდა ამისა, ბურთით შესანიშნავად მოქმედება შეუძლია და ძლიერი ხასიათი აქვს. დინამიურია, მოედანზე ყოველთვის ეძებს გამოსავალს. ყოველდღე იზრდება, გუნდის წინამძღოლობა შეუძლია და ჭკვიანია. მის გამო ბედნიერი ვარ”, – თქვა კალეხამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *