დეკემბერი 7, 2023

გუშინ, 2 ნოემბერს, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-7 ტურის გადადებულ მატჩში, “აიაქსმა” “ვოლენდამს” უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

 

მატჩის შემდეგ ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემაზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა.

 

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მიქაუტაძეს კარგი მონაცემები აქვს, თუმცა ჯერ ახალ გუნდში ადაპტაცია უნდა გაიაროს.

 

“მიქაუტაძეს ძალიან კარგი მონაცემები აქვს, შეტევების წარმატებით დასრულება შეუძლია. ეს ვარჯიშზე მაშინვე დავინახე, თუმცა “აიაქსს” განსხვავებული სტილი აქვს. ამიტომ ამასთან ადაპტაცია დასჭირდება.

 

მაგალითად, რა უნდა გააკეთოს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში და როგორ მოაქციოს მეტოქე წნეხის

ქვეშ? ამ ხარვეზებზე სამუშაოდ გიორგის ცოტა მეტი დრო დასჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ მიქაუტაძეს აუცილებლად გამოვიყენებთ”, – განაცხადა ჯონ ვან ტ’სხიპმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *