დეკემბერი 7, 2023

“შტურმის” მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა laola1-თან განაცხადა, რომ 2 ნოემბერს “გრაცერთან” თასის 1/8-ფინალში გუნდს წამყვანი ფეხბურთელები – კიტეიშვილი და ვილიამ ბევინგი ვერ დაეხმარებიან. მისი თქმით, ქართველს აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული, ეს უფრო ქრონიკული ტრავმაა და ალბათ, დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

 

“შტურმი” ჩემპიონატის ლიდერია, 5 ნოემბერს ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში ლინცში “ლასკს”, ხოლო 10 ნოემბერს ბერგამოში

ევროპა ლიგაზე “ატალანტას” დაუპირისპირდება და იმედია, ოთარი იქამდე მწყობრში ჩადგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *