ივნისი 22, 2024

ამსტერდამის “აიაქსის” ახალ მთავარ მწვრთნელად, ჯონ ვან სხიპი დაინიშნა.

 

ნიდერლანდელმა, გუნდის სოც მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ზაფხულში განხორციელებულ ტრანსფერებზე, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა:

 

“ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაკეთებული ტრანსფერებით ბევრი ბედნიერი არ დარჩა, მაგრამ ხაზს აქ გავავლებ და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაავლო და წინ გაიხედო”

 

“არ შემიძლია რამე გავაკეთო იმასთან დაკავშირებით რაც ჩემამდე მოხდა. წინ უნდა გავიხედო და ეს არის ის რასაც ვაპირებ. ფეხბურთელიები უნდა გაძლიერდნენ”, – განაცხადა ვან სხიპმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *