
“აიაქსი” უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია, აქამდე გიორგი მიქაუტაძეს თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ მიეცა. მიზეზი კი უთუოდ ისაა, რომ მისი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა განახორციელა, რომელიც ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი, თუმცა ჯერ
ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს.
გიორგი გუნდს “ბრაიტონთან” გასვლით მატჩში (0:2) ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა. “აიაქსის” დროებითმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ განაცხდა, რომ ქართველი მომჯობინდა, ვარჯიში განაახლა და სათამაშოდ მზადაა.
“აიაქსი” ხვალ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერ პსვ-ს სტუმრად შეხვდება და ეგებ მიქაუტაძეს შანსი მიეცეს. ის ხომ შიდასაკლუბო დაპირისპირებებში არაფერ შუაშია და სრულიად უმიზეზოდ აღმოჩნდა რთულ ვითარებაში.