
ჩემპიონთა ლიგაში უნიონ ბერლინი-ნაპოლის მატჩის წინ იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუზომ ტელეკომპანია Mediaset-ს ინტერვიუ მისცა.
მას შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც დაუსვეს, უფრო კონკრეტულად კი, როგორ მოახერხა ქართველმა ფეხბურთელმა ფორმაში დაბრუნება, რაზეც მელუზომ ასეთი პასუხი გასცა:
“მან ყველაფერი თავისით გააკეთა, ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელსაც დიდებული ფიზიკური და ტექნიკური თვისებები აქვს. ის პროფესიონალურად ყურადღებიანი ბიჭია და ტრავმამ მასზე იმოქმედა. კრისტალურად სუფთა კლასი აქვს, რაც გასულ სეზონშიც აჩვენა და ეს უდავოა”, – თქვა მელუზომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა.