
იტალიელი აგენტი ბეპე ძაკარდი მიიჩნევს, რომ “ნაპოლის” ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
Tuttomercattoweb-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ძაკარდიმ KO-ს დუეტის საჩემპიონო წვლილზეც ისაუბრა.
“ნაპოლიმ” სკუდეტო დაიმსახურა. მათ ჩემპიონობას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ მერე ყველა მიხვდა, რომ ტრიუმფი შესაძლებელი გახლდათ.
სეზონის მთავარი გმირები ოსიმენი და კვარაცხელია არიან, თუმცა ვფიქრობ, ზაფხულში გუნდს ორივე შეიცვლის.
მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვათ, რომ “ნაპოლიმ” უკვე ბევრჯერ აჩვენა ეკონომიკური რესურსების სწორად მართვის უნარი და ამ გზას გააგრძელებს,” – თქვა ძაკარდიმ.
შეგახსენებთ, რომ “პარტენოპეის” ჩემპიონობის განაღდების საშუალება 4 მაისს მიეცემა. “უდინეზესთან” თუნდაც ერთი ქულის შემთხვევაში, ნეაპოლური კლუბი მდევრებისთვის საბოლოოდ მიუწვდომელი გახდება.