ივნისი 7, 2023

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ DAZN-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მას სერია ა-ს ორი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაუს შედარება სთხოვეს.

“რომის მერვე მეფემ” ახალგაზრდა გარემარბების შესახებ ასეთი რამ თქვა:

“ლეაუ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ჩქარია, კვარაცხელია კი მეტოქესთან ერთი-ერთზე დარჩენისას უფრო ტექნიკურია. მას ეს თვისება გამოარჩევს.”

ხვიჩა ყოველთვის პირდაპირ მცველზე მიდის. იტალიის ჩემპიონატში მსგავსი ფეხბურთელის პოვნა ძალიან რთულია.”

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში (ყველა ტურნირზე) 22 წლის ქართველმა 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 პენალტი მოიპოვა. ლეაუს მონაგარი 41 შეხვედრაში მითვლილ 13 გოლსა და 12 ასისტს შეადგენს.

იმ შემთხვევაში, თუ მომავალ უქმეებზე “ნაპოლი” “სალერნიტანას” მოუგებს, ხოლო “ლაციო” “ინტერთან” დაკარგავს ქულებს, ლუჩიანო სპალეტის გუნდი ჩემპიონობას გაინაღდებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.