დეკემბერი 2, 2023

ლეგედნარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, არიგო საკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

“ის ისეთი აღარ არის, როგორიც ცოტა ხნის წინ იყო. სეზონის დასაწყისში კვარაცხელია ბრწყინვალე სიურპრიზი იყო. ქება და ქება მათ, ვინც მისი ტრანსფერი განახორციელა, თუმცა ხვიჩა ახლა ნაკლებად საშიშია, ვიდრე აქამდე იყო.

დრიბლინგების გასაკეთებლად ცენტრში შედის. ეს უკვე სერია ა-ს მცველებმა იციან. მათ შეისწავლეს, თუ როგორ გაანეიტრალონ ხვიჩა.” – განაცხადა საკიმ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *