დეკემბერი 8, 2023

იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ კედლებში „ვერონას“ ვერ მოუგო.

 

შეხვედრა სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა.

 

 

„ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, ,,ვერონასთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

,,კმაყოფილი ვარ გულშემატკივრით, რადგან ვიგრძენით, რომ ჩვენი ბიჭები მხარდაჭერას იმსახურებდნენ. მათ გარეშე ყოფნის საფუძველი არ არსებობს.

 

ოსიმენს თავდაჯერებულობის აღდგენა სჭირდებოდა. ამ 25 წუთმა კარგი შედეგი გამოიღო, მან აჩვენა, რომ მას სხვებზე მაღალი პოტენციალი აქვს.

 

იქნება თუ არა ოსიმენი მზად მილანთან სათამაშოდ? დიახ, ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ,” – განაცხადა სპალეტიმ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *