
საქართველოს ნაკრების ყოფილმა და კვიპროსის მთავარმა მწრთვნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოსა და ნორვეგიის მატჩზე კომენტარი გააკეთა.
“კრეაიტივი კარგია, მაგრამ უკანაც უნდა გაიქცე და წინაც. სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის ფიზიკური მომზადება იყო.
“მარტო ის არ კმარა, რომ ბურთი იცი და კვადრატულ მეტრზე ხუთი კაცის მოტყუება შეგიძლია, შეტევაშიც უნდა გააკეთო საქმე და დაცვაშიც”, – განაცხადა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზაზე “ჯვაროსნებმა” ერთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარეს და ერთი ქულის აღება მოახერხეს.