
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “მილანი” “ნაპოლის” მასპინძლობს. შეხვედრის დასაწყისში სტუმართა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი გუნდის დაწინაურება შეეძლო, სამწუხაროდ, “კვარას” დარტყმული მეტოქე გუნდის მცველებმა მოიგერიეს.
Areanapoli-ს ჟურნალისტის, გაეტანო ბრუნეტის ცნობით, ამ მომენტში ხვიჩამ კლუბის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლისგან და “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისგან ოვაციები დაიმსახურა.