ოქტომბერი 13, 2024

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად ბეატისლავია “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

 

„მომავალში ხვიჩას შეუძლია მოიპოვოს ოქროს ბურთი და გახდეს მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი.

ნაპოლი მისთვის შესანიშნავი გუნდია კარგი მწვრთნელით. ვუსურვებ მას მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მაგრამ ნაპოლი 100 პროცენტით არ არის ბოლო კლუბი მის კარიერაში. ხვიჩას ესპანეთისა და ინგლისის დიდ გუნდებში თამაში შეეძლება. მას დიდი მომავალი ელის“, – განაცხადა ვაისმა.

 

22 წლის გარემარბმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *