აპრილი 17, 2024

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რატომ სჯობს 22 წლის ასაკში ქართველი ვარსკვლავი დიეგო მარადონას:

 

“მარადონა ამ ასაკში ასე არ თამაშობდა. ის იყო ახალგაზრდა ვარსკვლავი “ბოკაში” და გადავიდა პირველ ევროპულ კლუბ “ბარსელონაში”, იმავე ასაკში კი ხვიჩა “ნაპოლის” შეუერთდა. დიეგოს ორი სეზონი კატალონიაში წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

მხოლოდ მას შემდეგ გახდა არგენტინელი ისეთი, როგორც ჩვენ ვიცით, რაც “ბლაუგრანადან” ნეაპოლში გადავიდა სათამაშოდ. მან იტალიის ჩემპიონობა საერთოდ 26 წლის ასაკში მოიპოვა.

 

კვარაცხელია კი ბრწყინავს და ჩემპიონის ტიტულს პირველსავე სეზონში ირგუნებს.

22 წელი მას მხოლოდ თებერვალში შეუსრულდა.

 

ასე რომ, ამ ასაკისა და მდგომარეობისთვის მან მარადონას აჯობა და ეს გადაჭარბებულ ნათქვამად არ მიმაჩნია.

 

ნეაპოლში პოპულარობის მხრივ, ქართველი არგენტინელს მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ჯერ არ დასწევია, მაგრამ ძალიანაც არ ჩამორჩება.

 

ახლა, დიდი ალბათობით, ისინი სერია A-ს მოიგებენ და როგორც ისინი ასპარეზობენ, ჩემპიონთა ლიგის დაუფლებაც შეუძლიათ. ვფიქრობ, დარჩენილ გუნდებში საუკეთესო სწორედ “ნაპოლია”, – თქვა სიომინმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *