თებერვალი 21, 2024

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ Le Républicain Lorrain-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც საფრანგეთის ლიგა 2-ის 29-ე ტურის შეხვედრასა და თავის მე-15, ულამაზეს გოლზე ისაუბრა.

 

“მართალია, რომ მოწინააღმდეგედ “ლავალის” კარგი გუნდი გვყავდა და გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ჩემი გოლის მეშვეობით ამ სირთულისგან თავის დაღწევა მოვახერხეთ. ბედნიერები ვართ და მხოლოდ შედეგზე ვფიქრობთ.

 

რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ მეორე ადგილზე ვართ, რადგან თუ სეზონის ბოლოს ამ პოზიციაზე ვიქნებით, ეს ლიგა 1-ში აღზევებას ნიშნავს. ახლა “ბორდოს” მატჩს უნდა დაველოდოთ, რადგან გადაწყვეტილი არაფერია და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი კონკურენტის შედეგს გავიგებთ, შევძლებთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვკონცენტრირდეთ.

 

ჩემთვის, ბომბარდირობა რა თქმა უნდა, კარგი ამბავია. ახლა წინ ვიყურები და ვცდილობ, ყველა თამაშში ვიყო გადამწყვეტი, რათა გავაგრძელო მხოლოდ წინ ყურება და უკან არ მოვიხედო”, – თქვა 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა.

 

გიორგი მიქაუტაძის “მეცს” ლიგა 1-ში ჩატარებული 29 მატჩის შემდეგ 51 ქულა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს, უახლოეს კონკურენტ, ზურიკო დავითაშვილის “ბორდოს” კი ერთი მატჩითა და ქულით ნაკლები აქვს. ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი კლუბი დაწინაურდება.

 

რაც შეეხება უშუალოდ გიორგი მიქაუტაძეს, მას ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 16 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, უშუალოდ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კი 15 გოლით ლიდერობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *