ივნისი 7, 2023

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. 73 წლის კინორეჟისორი Lega Seria A-ს ოფისიდან გამოსვლისას შენიშნეს და სწორედ ამ დროს ისარგებლეს მომენტით.

სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ლაურენტისმა “პარტენოპეისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივების შესახებაც ისაუბრა.

“რომელ გახანგრძლივებაზე მელაპარაკებით, როცა 5-წლიანი ხელშეკრულება გვაქვს?

ისე იქცევით, როგორც ჟურნალისტები, რომლებსაც მხოლოდ ბინძური ფული აფიქრებთ და სანახაობაზე ლაპარაკი არ უნდათ,” – თქვა აურელიომ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ გარემარბს “პარტენოპეისთან” კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. იტალიურ პრესაში ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნეაპოლელებს კონტრაქტის ხანგრძლივობის 1 წლით გაზრდა და კვარას წლიური ხელფასის 4 მილიონ ევრომდე აყვანა უნდათ.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 14 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.