
ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ყველამ კარგად ვიცით, გიორგი რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი აღდგენითი პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. ნორვეგიასთანაც ნათლად გამოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფია, შრომატევადი, ნახევარმცველებს მუდმივად როგორც წინ, ისე უკან თამაში უწევთ. მაგალითად, როგორც ამას კვარაცხელია აკეთებს, ჩაკვეტაძე კი ასეთ ფიზიკურ ფორმაში ჯერ არ იმყოფება, მას დრო სჭირდება, რათა ნაკრებს დაუბრუნდეს, მე ამ მომენტს ველოდები და როცა ეს მომენტი დადგება, გიორგი აუცილებლად სასტარტოდან ითამაშებს”, – ვილი სანიოლი