ოქტომბერი 13, 2024

გუშინ, 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიას უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შედეგის გამო ნორვეგიელთა ქომაგები იმედგაცრუებული არიან. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

 

“მატჩების მოგება შეუძლებელია, თუ კარგად მხოლოდ 45 წუთის განმავლობაში ითამაშებ”;

 

“მარტივად რომ ვთქვათ, მეტოქეს ვერ ვაჯობეთ”;

 

“სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატი უნდა დავივიწყოთ, საკმარისად ძლიერები არ ვართ”;

 

“იმედგაცრუებული ვარ, თუმცა ამას უკვე 20 წელია მივეჩვიე. კარგი შანსები გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა 5 მეტრიდან ვერ შევძელით”;

 

“გამარჯვებას არ ვიმსახურებდით”;

 

“საქართველოს ნაკრები ასეთი თამაშის გამო ტაშს იმსახურებს”;

 

“5

გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ”;

 

“ნორვეგია და საქართველო დაახლოებით ერთ დონეზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე გასვლას არ ვიმსახურებთ”. – წერენ ნორვეგიის ნაკრების ქომაგები სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *