დეკემბერი 2, 2023

როგორც იცით, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდა და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ გიორგი მამარდაშილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

“რთული თამაში გამოვიდა. მატჩამდე დიდი წნეხი და ხალხის აჟიოტაჟი იყო. ჩემი აზრით, ეს წნეხი იგრძნობოდა თავიდან, პირველი 25 წუთი მინდორზე.

“ამის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და საბოლოო ჯამში მგონია, რომ მეტიც შეგვეძლო, მაგრამ არაუშავს, რადგან წინ ბევრი ქულებია ასაღები.

“ქარმა პირველ გოლზე იმოქმედა, რადგან არ ვიცი რანაირად დატრიალდა ბურთი. შემდეგ ჩადგა ქარი და ჩვენც გამოვასწორეთ თამაში”, – თქვა მამარდამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *