დეკემბერი 8, 2023

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მონღოლეთი 6:1 გაანადგურა.

მიუხედავად არცთუისე კარგი პირველი ნახევრისა, ქართველებმა გამანადგურებელი ანგარიშით მოგება მაინც მოახერხეს.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მონღოლთა თავკაცმა, იჩირო ოცუკამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“პირველი ნახევრის შემდეგ სამშობლოდან დაგვირეკეს და დაფიქსირებული შემდეგი მოგვილოცეს. მატჩი, რომ არ წაგვეგო და ფრედ დასრულებულიყო, ალბათ ოქროს მედალს მომცემდნენ.

“ამ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და კმაყოფილი დავრჩი. მომზადების მხრივ, ფეხბურთელები კარგად არ გამოიყურებიან. ვინაიდან მონღოლეთში ძალიან ცივა, ჩემპიონატები ხშირად ჩერდება და მოთამაშეებს დასვენება დიდი ხნით უწევთ. ამ მხრივ პრობლემები იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ არ მოინდომეს.

“მესამე გოლმა გული განსაკუთრებით დაგვწყვიტა. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ მესამეც მალე მივიღეთ და კონცენტრაცია დავკარგეთ.

“უახლოეს წარსულში იაპონიას ვეთამაშეთ და 14-0 დავმარცხდით. იქ მივხვდი, რომ მაღალი დონის გუნდებთან თამაში აუცილებელია.

“მონღოლეთის ჩემპიონატი პროფესიულ ლიგად ითვლება, თუმცა გუნდების უმეტესობა პროფესიონალი ფეხბურთელებით არაა დაკომპლექტებული. ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შეხვედრა კარგ გუნდთან დაგვეგეგმა და მათ საქართველო აირჩიეს, რომელსაც ნამდვილად კარგი მოთამაშეები ჰყავს”, – თქვა ოცუკამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *