რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას ბებია გარდაეცვალა, “რომასთან” თამაში კი მას მიუძღვნა. შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში ხვიჩამ ფოტოც გამოაქვეყნა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელი მამუკა კვარაცხელია ამ ყველაფერს სოც. ქსელში პოსტით გამოეხმაურა:
“ბადრის და თამაზის დედას, ხვიჩას ბებიას დუნიას ხშირად ვსტუმრობდი ნაკიფუში და ღომისა და ელარჯის გარეშე არასდროს გამოვუშვივარ.. ბებიას მეუღლე, მამია წალენჯიხელთა კერპი იყო, ისევე როგორც შვილი, ბადრი.”‘
“უფროსი, თამაზიც თამაშობდა “სქურში”.. ხვიჩამ ყველას გადაასწრო და დუნია ბებოც ყოველკვირა ხარობდა შვილიშვილის წარმატებით, ოღონდაც მეტოქე ეცოდებოდა: ჩემმა ხვიჩამ გაიტანოს და იმათაც გაიტანონ, იმათაც ხომ ჰყავთ დედებიო.. მინდორზე რომ ფეხბურთელის სიკვდილი უნახავს, იმის მერე დუნია ბებო ორმოცი დღე მარხულობდა.. ბოლოს რომ ვნახე, ცუდად იყო, მაგრამ მიცნო და გამომელაპარაკა.. ღმერთმა გაანათლოს..“ – წერს მამუკა კვარაცხელია.