იანვარი 27, 2023

იტალიური “ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

 

 

“არის თუ არა, ხვიჩა საუკეთესო ტალანტი, ვისთან ერთადაც მითამაშია? ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. უბრალოდ წარმოუდგენელია. საოცარი ტექნიკური უნარები აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურ მოთამაშეებსაც, ვისთან ერთადაც მითამაშია.

 

ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი ტექნიკურად ძალიან ძლიერები იყვნენ, თუმცა კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ამის მიუხედავად დაამტკიცა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.