დეკემბერი 8, 2023

გიორგი კოხრეიძემ რომ ფრანგული “გრენობლი” დატოვა, ეს უკვე ცნობილია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვინც 2018 წელს “საბურთალოსთან” ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, გვითხრა, რომ სამშობლოში სათამაშოდ დარჩენას არ აპირებს.

“ფრანგული კლუბი ოფიციალურად დავტოვე, ასე რომ, “გრენობლი” უკვე წარსულია. ახლა ველოდები უცხოურ ვარიანტებს. ჯერჯერობით, ისეთი კონკრეტული არაფერია, სალაპარაკოდ რომ ღირდეს. საქართველოში არ დავრჩები”, – გვითხრა მან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *