
“ნაპოლის” ერთ-ერთმა გამორჩეულმა ახალგაზრდა მოთამაშემ, ჯაკომო რასპადორიმ გავლენიან გამოცემა, Dazn-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
“ოსიმენს თავურ დარტყმას მოვპარავდი, მისი თავური დარტყმა ჩინებულია. კვარას, ლოზანოს მსგავსად ერთი-ერთზე თამაშის უნარს მოვპარავდი, პოლიტანოს კი დარტყმას.” – განაცხადა რასპადორიმ.
ცნობისთვის, ჯაკომო რასპადორიმ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ცნობისთვის, “ნაპოლი” სერია ა-ში 44 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. “პარტენოპეის” 13 იანვარს “იუვენტუსის” წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის.